უნგრეთის მმართველმა პარტიამ LGBTQ+ პრაიდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებებს და ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

ლგბტქ დროშა

როგორც მედიასაშუალება წერს, ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი კრძალავს პრაიდის ღონისძიებებს, რადგან ისინი, შესაძლოა, საზიანო იყოს ბავშვებისთვის.

ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციამ შესაძლოა გამოიყენოს სახის ამომცნობი კამერები ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანების იდენტიფიცირებისთვის.