ვინ აღმოჩნდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საკუთარი ბაბუის ცემით მოკვლის ბრალდებით დააპატიმრეს? – „უეც­რად გა­დავ­წყვი­ტე მისი მოკ­ვლა…“

11 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და გორ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი ამ­ბა­ვი. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვი­ლიშ­ვილ­მა უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მოკ­ლა. 74 წლის ბა­ბუ­ის მკვლე­ლო­ბის­თვის შვი­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 74 წლის ტა­რი­ელ ქუ­ტიშ­ვი­ლი 28 წლის ნიკა სა­ა­თაშ­ვილ­მა – სა­კუ­თარ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა ცე­მით მოკ­ლა. “კუ­რი­ე­რი P.S”-მა იმ ბი­ნი­დან, სა­დაც მო­ხუ­ცის სი­ცო­ცხლე დას­რულ­და, შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა. ფო­ტო­ებ­ში გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა ჩანს, მის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში კი, ჭერ­ზე და ია­ტაკ­ზე, დიდი ოდე­ნო­ბით სის­ხლი.

a1742195299

ირ­კვე­ვა, რომ 74 წლის მო­ხუცს, რო­მე­ლიც სახ­ლში მარ­ტო იყო, ეღ­ვი­ძა. ნას­ვა­მი შვი­ლიშ­ვი­ლი ბი­ნა­ში დაბ­რუნ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ხუც­მა, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, შვი­ლიშ­ვილს უსაყ­ვე­დუ­რა, რის შემ­დე­გაც ახალ­გაზ­რდამ ბა­ბუ­ას სას­ტი­კად სცე­მა.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ მი­მა­ლუ­ლა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის ინ­სცე­ნი­რე­ბა სცა­და. მო­ხუ­ცის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ­მა დი­ლით ყვე­ლას უთხრა, რომ ბა­ბუა გარ­და­იც­ვა­ლა. გამ­თე­ნი­ი­სას სა­მე­ზობ­ლო­ში გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ მო­ხუ­ცი კაცი სა­წო­ლი­დან გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ზობ­ლე­ბის ნა­წილს ამ ვერ­სი­ის ახ­ლაც სჯე­რა. გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

რო­დე­საც ექი­მებ­მა მო­ხუ­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რეს, შვი­ლიშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. ნიკა სა­ა­თაშ­ვილს გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხელ­ბორ­კი­ლი და­ა­დეს. ბრა­ლად ბა­ბუ­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა წა­რუდ­გი­ნეს. ამის მო­ტი­ვი მისი პირ­ვე­ლი გა­მო­კი­თხვა გახ­და. “კუ­რი­ე­რი P.S.”-მა ის ოქმი მო­ი­პო­ვა, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს აღ­წერს და მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს.

„მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვსვამ­დი არაყს და ლუდს. ქე­ი­ფი გა­ვაგ­რძე­ლე დი­ლის 04:00 სა­ა­თამ­დე. სახ­ლში მის­ვლი­სას პა­პა­ჩემს, ტა­რი­ელ ქუ­ტაშ­ვილს ეღ­ვი­ძა. მის­ვლის­თა­ნა­ვე და­მი­წყო ლან­ძღვა და გი­ნე­ბა – რა­ტომ არ მო­მი­ტა­ნე საჭ­მე­ლიო. პა­პა­ჩე­მი თა­ვად ვერ გა­დი­ო­და გა­რეთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვცა­დე მისი დამ­შვი­დე­ბა და ვუ­თხა­რი, რომ გა­თენ­დე­ბო­და და მო­ვუ­ტან­დი საჭ­მელს.

ტა­რი­ელ ქუ­ტაშ­ვილ­მა კვლავ შე­მა­გი­ნა. გავ­ბრაზ­დი, გა­მახ­სენ­და, რომ ის ბე­ბი­ა­ჩემს, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლია, წარ­სულ­ში ექ­ცე­ო­და ცუ­დად და უეც­რად გა­დავ­წყვი­ტე მისი მოკ­ვლა. რამ­დენ­ჯერ­მე ძლი­ე­რად და­ვარ­ტყი ხელი, შეკ­რუ­ლი მუშ­ტი სა­ხის არე­ში. და­ე­ცა. წაქ­ცე­ულ­ზე მარ­ჯვე­ნა ფეხი და­ვარ­ტყი ძლი­ე­რად რამ­დენ­ჯერ­მე. და­ვი­ნა­ხე, რომ და­კარ­გა გო­ნე­ბა. გავა­ღე­ბი­ნე პირი და წყა­ლი ჩა­ვას­ხი, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­და,“ – ამ­ბობს შვი­ლიშ­ვი­ლი.

გა­მომ­ძი­ებ­ლებს ნიკა სა­ა­თაშ­ვილ­მა ისიც უთხრა, რომ უსი­ცო­ცხლოდ ია­ტაკ­ზე და­ცე­მუ­ლი მო­ხუ­ცი მი­ა­ტო­ვა და გვერ­დით ოთახ­ში გა­ვი­და.

ახლა ეს ჩვე­ნე­ბა ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. მას შემ­დეგ, რაც გო­რის სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა, ნიკა სა­ა­თაშ­ვილ­მა პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა და დუ­მი­ლი აირ­ჩია. მისი ად­ვო­კა­ტი სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

ნიკა სა­ა­თაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე არ­სე­ბით გან­ხილ­ვას გო­რის სა­სა­მარ­თლო 5 მა­ისს და­ი­წყებს. და­არ­ღვევს თუ არა დუ­მილს უმ­ძი­მეს ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი კაცი, არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას გა­ირ­კვე­ვა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბა­ბუ­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 16-20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის.

რუსთავი 2