შვეიცარიის ალპებში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. სამი ადამიანი დაღუპულად მიიჩნევა. ამის შესახებ AP-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
Extra EA-400 თვითმფრინავი შვეიცარიის ქალაქ სამედანის აეროდრომიდან ადგილობრივი დროით 17:20 საათზე აფრინდა. მცირე ზომის ხომალდი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა და დაიწვა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.