ჩინეთში, კვლევით ინსტიტუტის ყოფილ თანამშრომელს, ჯაშუშობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა მიესაჯა

ყოფილ ინჟინერს, რომელიც ჩინეთის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

ჩინეთის უშიშროების სამსახურისა და მთავრობის წარმომადგენელთა თქმით ყოფილი მკვლევარი, რომელიც იდენტიფიცირდება გვარით – ლიუ – “ფრთხილად შემუშავებული გეგმით ცდილობდა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია უცხოური სააგენტოებისთვის მიეყიდა”.

ჩინეთის უშიშროების მინისტრს არ დაუსახელებია “ლიუ”-ს ყოფილი დამსაქმებელი ან სააგენტოების სია, რომლებსაც ბრალდებულმა, სავარაუდოდ ინფორმაცია მიჰყიდა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული კვლევით ინსტიტუტს არასათანადო მოპყრობაში სდება ბრალს – თანამდებობის დატოვებამდე მან დიდი ოდენობის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე მასალის შეგროვება მოახერხა, რომელიც “შემდგომი შურისძიებისთვის” სურდა, რომ გამოეყენებინა.