აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. ამის შესახებ NBC News-ი იუწყება.
ეს ინფორმაცია პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.
თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ტრამპის საუბარი პუტინთან საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა.
მანამდე თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ განაცხადა, რომ საუბარი მოსკოვის დროით 17:00 საათზე დაიწყო და „კარგად ჩაიარა“.
ბოლოს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი 12 თებერვალს შედგა.