კრემლი: პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ენდობიან

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან.

პუტინის თანაშემწე: ტრამპის და პუტინის შეხვედრის თარიღზე საუბარი ნაადრევია

„შემიძლია დიდი დარწმუნებით ვთქვა, რომ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს კარგად ესმით ერთმანეთის, ენდობიან ერთმანეთს და აპირებენ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზებისკენ თანდათანობით გადასვლას“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პესკოვმა დასძინა, რომ ჯო ბაიდენის დროს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და მათი აღდგენა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.