მედვედევი პუტინი-ტრამპის საუბარზე: სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა – მენიუშია ბრიუსელის კომბოსტო, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, „სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

„პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა ცნობილი იდეა დაადასტურა – სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა. მენიუში კი მსუბუქი აპეტაიზერებია – ბრიუსელის კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი კარტოფილით და პარიზული მამალი. მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია! გემრიელად მიირთვით!,“ – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.