პეტრო პოროშენკო: ზელენსკი იმ გუნდის უბედური ლიდერია, რომელსაც ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს

გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავთ.

პეტრო პოროშენკო

„ის იმ გუნდის უბედური ლიდერია, რომელსაც ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს. მაგრამ უკრაინა რუსეთი არ არის და ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინაში დიქტატურის დამყარებას. ეს არის დიდი განსხვავება“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ მისი პარტიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა“ უწოდა.