ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპასთან დაპირისპირებისთვის ემზადება. მისი აზრით, ევროპელებისთვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის ერა დასრულდა. ამის შესახებ RBC-Ukraine Times-ზე დაყრდნობით იუწყება.
„მშვიდობის დივიდენდების ეპოქა დიდი ხანია წავიდა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა დანიაში სამხედრო იუნკერებთან სიტყვით გამოსვლისას.
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი „ევროპულ დემოკრატიებთან მომავალი დაპირისპირებისთვის ემზადება“. ევროკომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის უძველეს პარტნიორს – შეერთებულ შტატებს – ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადააქვს.
„უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელსაც ვეყრდნობოდით, აღარ შეიძლება თავისთავად მივიღოთ. გავლენის სფეროების და ძალაუფლებისთვის კონკურენციის ეპოქა დაბრუნდა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.