საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ერთ-ერთი თეატრის, Gaîté Lyrique-ის შენობა შტურმით აიღო. თეატრში არალეგალური მიგრანტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
მიგრანტები თეატრში 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ შენობა მას შემდეგ დაიკავეს, რაც იქ ჩატარდა კონფერენცია მიგრანტების დახმარების საკითხზე.
როდესაც პოლიციამ ოპერაცია დაიწყო, თეატრის შენობაში შესვლის შემდეგ მას და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. თეატრი დაკეტილია და ის, სავარაუდოდ, მხოლოდ მოწესრიგების შემდეგ გაიხსნება, ვინაიდან მიგრანტებმა ის ფაქტობრივად გაანადგურეს.