„კურსკის ოლქში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული და უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურამ, სხვა უწყებებთან ერთად, საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული.
„რუსეთის ფედერაციის კანონების თანახმად, უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურე და განსაკუთრებით უცხოელი დაქირავებულები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს, ჩვენი კანონმდებლობით ტერორისტებად კლასიფიცირება უნდა მოხდეს.
მათი ჩადენილი სისასტიკე უნდა გამოვლინდეს, დაფიქსირდეს და საფუძვლიანად გამოიძიონ. მე ვთხოვ პროკურატურას, ჩაატარონ სამუშაოები სხვა სამსახურებთან ერთად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე – როგორც სუჯაში, ასევე, სხვა დასახლებულ რაიონებში“, – განაცხადა პუტინმა.