რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგეების ძალების განადგურებას ასრულებენ და მათ სწრაფი და წარმატებული ოპერაციები განახორციელეს.
„ჩვენმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს სწრაფი, საკმაოდ გაბედული, ეფექტიანი ოპერაციების სერია და ასრულებენ მტრის ძალების ჯგუფის განადგურებას კურსკის ოლქში“, – განაცხადა პუტინმა.