ტრამპი: რუსეთს აქვს უპირატესობა, როგორც იცით, მათ ალყაში მოაქციეს დაახლოებით 2 500 ჯარისკაცი და ეს არ არის კარგი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის დახმარების საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი

„ჩვენ არ გვისაუბრია დახმარებაზე. სინამდვილეში, ჩვენ საერთოდ არ გვისაუბრია დახმარებაზე. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარება არ განგვიხილავს. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არ იყო ომი, რომელიც უნდა მომხდარიყო, და ის მოხდა. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ. და ახლა, თქვენ გაქვთ ბევრი იარაღი, რომელიც ერთმანეთისკენაა მიმართული და ცეცხლის შეწყვეტა ცოტა უფრო შორს წასვლის გარეშე რთული იქნებოდა. რუსეთს აქვს უპირატესობა, როგორც იცით, მათ ალყაში მოაქციეს დაახლოებით 2 500 ჯარისკაცი. ისინი ალყაში არიან და ეს არ არის კარგი“, – აღნიშნა ტრამპმა.