“აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებმა რუსული დივერსიის, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ მუშაობა შეაჩერეს“ – რას წერს Reuters ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­მა რუ­სუ­ლი დი­ვერ­სი­ის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი ამე­რი­კელ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტო Reuters-ი წერს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზანს უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ რუ­სეთ­ზე ზე­წო­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა წარ­მო­ად­გენს.

  • ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მიერ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დი­ვერ­სი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ფონ­ზე აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა გა­სულ წელს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გუნდს მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა უბ­რძა­ნა.

პრო­ცეს­ში, სულ მცი­რე, შვი­დი ამე­რი­კუ­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა დო­ნალდ ტრამ­პის მიერ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შა­ოს დიდი ნა­წი­ლი შე­ჩერ­და. კერ­ძოდ, აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო­სა (NSC) და ევ­რო­პელ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი აღარ იმარ­თე­ბა და ასე­ვე, NSC-მ აშშ-ს სა­ა­გენ­ტო­ებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცია შე­წყვი­ტა.

Reuters-ის ცნო­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია ის, თუ რა სიხ­ში­რით აწ­ვდის აშშ ევ­რო­პას დი­ვერ­სი­ულ კამ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუმ­ცა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-სა და დიდ ბრი­ტა­ნეთს შო­რის სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის რუ­ტი­ნუ­ლი გაც­ვლა გრძელ­დე­ბა.

წყა­რო