ჩინეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა კანადის ოთხი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, სიკვდილით დასჯილების ვინაობა არ საჯაროვდება.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ოთხი ადამიანი, რომლებსაც კანადის და ჩინეთის მოქალაქეობა ჰქონდათ, სიკვდილით 2025 წლის დასაწყისში დასაჯეს.
ჯოლიმ თქვა, რომ ის და კანადის ყოფილი პრემიერი ცდილობდნენ სიკვდილით დასჯა შეეჩერებინათ.
მან ჩინეთის ხელისუფლებას სთხოვა ლმობიერება გამოეჩინათ „სხვა კანადელების მიმართ, რომლებიც მსგავსი სიტუაციის წინაშე დგანან.“
კანადის კომენტარის საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა თქვა, რომ ჩინეთი ყველა ეროვნების ბრალდებულს თანაბრად ექცევა.
„კანადამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას და შეწყვიტოს ჩინეთის სასამართლო სუვერენიტეტში ჩარევა“, – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.