რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გერმანიის მომავალ კანცლერს ფრიდრიხ მერცს ამ თანამდებობაზე ერთი დღეც არ უმუშავია და უკვე გებელსივით იტყუება.
„მომავალმა კანცლერმა მერცმა აგრესიულ ომზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად აწარმოებს ევროპაში, ხანძრების, დაკვეთით მკვლელობების, ვანდალიზმისა და დეზინფორმაციის სახით. ჯერ ერთი დღეც არ უმუშავია და უკვე გებელსივით ტყუის“, – აცხადებს მედვედევი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ „გერმანიის მომავალი კანცლერი ცუდად იწყებს და იმედოვნებს, რომ ასე დაასრულებს“.
„მერც, სწორედ ასეთი ომი აწარმოვა თქვენმა ნაცისტურმა ქვეყანამ ჩვენს წინააღმდეგ 1941-1945 წლებში. ვიცით, როგორი გამარჯვებით დასრულდა ეს. ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე, დაასრულებ!“ – დასძინა მედვედევმა.