პუტინმა მოითხოვა, რომ რუსეთში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ან სამართლებრივი სტატუსი მოაგვარონ, ან ქვეყანა დატოვონ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისგან 10 სექტემბრამდე სამართლებრივი სტატუსის მოგვარება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყანა უნდა დატოვონ.  ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

პუტინმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ბრძანებულების ტექსტში აღნიშნულია, რომ უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ე.წ. დონეცკის ან ლუგანსკის „რესპუბლიკების“, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ტერიტორიაზე იმყოფებიან, უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება, რომელიც მათ ორგანიზმში ინფექციური დაავადებების ან ნარკოტიკების არარსებობას დაადასტურებს.