პუტინმა ლავროვი, რომელსაც 75 წელი შეუსრულდა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენით – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა. დოკუმენტი იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

სერგეი ლავროვი

ვლადიმერ პუტინის ბრძანებულების თანახმად, ლავროვმა მიიღო ჯილდო „სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამსახურისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და მრავალი წლის ნაყოფიერი სახელმწიფო საქმიანობისთვის“.

მანამდე კი, კრემლის ლიდერმა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი თავის ბელორუს კოლეგას, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადასცა.

ლავროვს 21 მარტს 75 წელი შეუსრულდა.

სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2004 წლიდან ხელმძღვანელობს.

ლავროვი დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა.