შვიდ თვეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. 4 ოქტომბერს ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოს წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევს. რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ არ იცის, რა დღის წესრიგს შესთავაზებს მათ დასავლეთი და აცხადებენ, რომ ხალხის დაკვეთაა არა თვითმმართველობის, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები. გიორგი გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ მარჩიელობაა იმაზე, საუბარი რა იქნება ოქტომბერში.
როგორც for.ge-სთვის არის ცნობილი გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილებას და მეორედ ცდის ბედს მერის არჩევნებზე. შეიძლება ითქვას, რომ გახარია დიდი ხანია გაემიჯნა რადიკალურ ოპოზიციას და საკაუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. მოთხოვნის მიუხედავად, მან უარი არ თქვა დეპუტატის მანდატზეც. ამბოხებულ რადიკალებს გახარია გამოაკლდათ, ამ ჩამონათვალს ასევე მიემატება „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც ასევე გეგმავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას არც ერთი პოლიტიკური პარტია ოფიციალურად არ ადასტურებს.
ამ ეტაპზე ერთადერთი ძალა, რომელიც ადასტურებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ეს არის „გირჩი“. იაგო ხვიჩიას იმედი აქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყბს პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლას.
„ჩვენ 30 წელია ერთი და იგივეს ვუყურებთ და ეს ხალხი, რომელსაც უკვე დიდი ხანია როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად საარჩევნო ვადა გაუვიდა, მათი არჩევნებში არმონაწილეობა ვფიქრობ, რომ დიდი დანაკლისი არ იქნება ქართველი ხალხისთვის. ამიტომ ვგულშემტკივრობ იმას, რომ საკუთარი დაპირება ერთხელ მაინც მიიყვანონ ბოლომდე – არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
მმართველ გუნდს მერობის კანდიდატი შერჩეული უკვე ყავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ, პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს.
წყარო: for.ge