ჟერარ დეპარდიე სასამართლოს წინაშე წარსდგა – მსახიობს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება: რას აცხადებს ბრალდების მხარე?

ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ჟერ­არ დე­პარ­დიე პა­რიზ­ში, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგა. მას ბრა­ლად ედე­ბა ორი ქალი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. ეს საქ­მე შე­საძ­ლოა საფ­რან­გეთ­ში #MeToo მოძ­რა­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტა­პად იქ­ცეს.

ჟერარ დეპარდიე სასამართლოს წინაშე წარსდგა - მსახიობს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება: რას აცხადებს ბრალდების მხარე?

76 წლის დე­პარ­დი­ეს ბრა­ლად ედე­ბა, რომ 2021 წელს ფილმ “Les Volets Verts” (“მწვა­ნე ფან­ჯრე­ბი”) გა­და­ღე­ბე­ბი­სას 54 წლის დე­კო­რა­ტორ­სა და 34 წლის რე­ჟი­სო­რის ასის­ტენტს შე­ე­ხო “შე­უ­ფე­რე­ბე­ლი გზით”.

  • თუ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, მსა­ხი­ობს 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 75,000 ევ­როს ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მა ემუქ­რე­ბა.

დე­პარ­დიე ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. სა­სა­მარ­თლო­ში მან გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის ყვე­ლა შე­კი­თხვას უპა­სუ­ხოს.

დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბა

“ჩვენ შევ­ძლებთ და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ყვე­ლა ეს ბრალ­დე­ბა სიც­რუ­ეა, სი­მარ­თლე ცხა­დი იქ­ნე­ბა და ის ჩვენს მხა­რე­საა”, – “გა­ნუ­ცხა­და დე­პარ­დი­ეს ად­ვო­კატ­მა, ჟე­რე­მი ასუმ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

  • სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი

დე­პარ­დი­ეს მრა­ვალ­წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გამო, ეს პრო­ცე­სი საფ­რან­გე­თის და მისი კი­ნო­წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის ერ­თგვარ გა­მოც­დად იქცა, რათა გა­ირ­კვეს, რამ­დე­ნად მზად არის ქვე­ყა­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად და გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მად.

მსა­ხი­ო­ბი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ფრან­გუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რა და 1991 წელს ოს­კარ­ზეც იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მის­თვის “სი­რა­ნო დე ბერ­ჟე­რა­კი”.

თუმ­ცა, მის­მა სა­ვა­რა­უ­დო უხეშ­მა საქ­ცი­ელ­მა არა­ერ­თხელ მი­იქ­ცია მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა. 20-ზე მეტ­მა ქალ­მა მას სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა ან არა­სა­თა­ნა­დო ქცე­ვა და­აბ­რა­ლა, თუმ­ცა ამ დრომ­დე მხო­ლოდ ერთი საქ­მე მი­ვი­და სა­სა­მარ­თლომ­დე. სხვა შემ­თხვე­ვე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სიმ­ცი­რის ან ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო შე­წყდა.

.

პრო­კუ­რო­რე­ბის ბრალ­დე­ბე­ბი

ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, დე­პარ­დი­ემ დე­კო­რა­ტორს ფე­ხე­ბი შე­მო­უ­ჭი­რა და სა­ჯა­როდ შე­ე­ხო წელ­ზე და მკერ­დზე, თა­ნაც მოწ­მე­თა თან­დას­წრე­ბით. ქა­ლის თქმით, მსა­ხი­ობ­მა მას­თან უხამ­სი სი­ტყვე­ბით ისა­უბ­რა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და დე­პარ­დი­ეს ჯან­მრთე­ლო­ბა

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მი­ნი­მუმ ორი დღე გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, მეტი დროც დას­ჭირ­დეს. თავ­და­პირ­ვე­ლად ის ოქ­ტომ­ბერ­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მაგ­რამ დე­პარ­დი­ეს ჯან­მრთე­ლო­ბის გამო გა­და­ი­დო.

წყა­რო