ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ მმართველობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ასობით ადამიანი ქალაქ ბეიტ ლაჰიაში შეიკრიბა და დაჯგუფების საწინააღმდეგო სლოგანებით, მათი ანკლავიდან განდევნა მოითხოვა.
ტელეარხის ინფორმაციით, „ჰამასის“ მებრძოლებმა საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. რამდენიმე დღის წინ რადიკალებმა ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შემდეგ ისრაელმა დასახლებაში ევაკუაციის განკარგულება გასცა.
აქციის მონაწილეები საომარი მოქმედებების განახლებაში „ჰამასს“ ადანაშაულებენ.