გერმანიამ ქართველების დეპორტაცია დაიწყო – გუშინ გვიან ღამით, ბერლინიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი დაჯდა
დეპორტირებულებს შორის არიან, გერმანიაში, სამკურნალოდ წასული ქართველები, ასევე ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.

2 დღის წინ, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დამატებითი სანქციები დაუწესა თანამდებობის პირებს საქართველოდან.
“გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე ქართველი თანამდებობის პირებისათვის, რომლებიც [პროტესტის] ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელნი” – დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე.
გარდა ამისა, 5 დღის წინ ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაცხადა, არსებობს “სერიოზული ეჭვები“ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიკაციასთან დაკავშირებით.