მაკა ბოჭორიშვილი ლატვიაზე: ვხედავთ, აქტიურად არიან ჩართული სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთთან და საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი რუსული არყის უმსხვილეს 5 მყიდველს შორის ლატვიის შესვლის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

მაკა ბოჭორიშვილი

„ეს ქვეყნები გამოირჩევიან ორმაგი სტანდარტით საქართველოსთან მიმართებით. ის, რაც გვესმის ჩვენ ხშირად, არის კრიტიკა საქართველოსთან მიმართებით და ჩვენ ვხედავთ, რომ აქტიურად არიან ჩართული სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთთან, რაც კიდევ ერთხელ კარგად აჩენს, თუ რამდენად მიკერძოებულები არიან და რამდენად ორმაგი სტანდარტებით ხდება საქართველოს კრიტიკა.

აბსოლუტურად არ სცემენ პატივს ქართველი ხალხის არჩევანს, არ სცემენ პატივს დემოკრატიას საქართველოში და საქართველოს სახელმწიფოებრიობას“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.