ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია – სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 18

თურქეთში, ქალაქ სივასში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია - სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავე...

მედიის ცნობით, ავტობუსი სივას-ერზინჯანის გზატკეცილზე, იმრანლის რაიონულ ცენტრში შესვლისას გადატრიალდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.

დაშავებულები იმრანლის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.