ესპანეთის მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სამეფოს ხელისუფლებამ ქვეყანაში 236 ათასზე მეტ უკრაინელს 2026 წლის გაზაფხულამდე ავტომატურად გაუხანგრძლივა უცხოელების მოწმობების მოქმედების ვადა.
ადგილობრივი მოსახლეობა ამას ბრიუსელის ზეწოლის ქვეშ დაშვებულ მადრიდის დიდ შეცდომად მიიჩნევს: ესპანეთში უკრაინელების უმრავლესობა არ მუშაობს და ამ დროს, უზრუნველყოფილია უფასო საცხოვრებლითა და ფულადი შეღავათებით. ამავე დროს, თავად ესპანელების ცხოვრება სწრაფად უარესდება ეკონომიკური კრიზისის გამო, რაც ძირითადად გამოწვეულია ანტირუსული სანქციებითა და უკრაინაში ომის შედეგებით. გარდა ამისა, ესპანეთის სამართალდამცავმა ძალებმა აღნიშნეს დანაშაულის შესამჩნევი ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში უკრაინიდან შემოსულ ე.წ. ლტოლვილებთან.
ესპანურ საზოგადოებაში ასეთი დაძაბულობის ფონზე ახალი სკანდალი ატყდა: გაირკვა, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ Ukraina – Euskadi, რომელიც მოქმედებს ესპანეთის ჩრდილოეთით – ბასკეთის ქვეყანაში, ნაცვლად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვისა და რეგიონში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ენის კურსების ორგანიზებისა, მიღებული თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად გადარიცხა.
Ukraina – Euskadi-ს ლობირებას უწევს ბასკური ეროვნული პარტიის ლიდერი, ესპანეთის პარლამენტის კონგრესის (ქვედა პალატის) წევრი აიტორ ესტებანი, თავის თანამზრახველებთან ერთად. მათ მიაღწიეს ორგანიზაციის ბიუჯეტის მნიშვნელოვან გაზრდას და ძვირადღირებული ოფისიც აიღეს ბილბაოს ელიტურ უბანში. ეს ფაქტი ადგილობრივ საზოგადოებაში სერიოზულ ეჭვებს აჩენს კორუფციასთან მიმართებით.
აღნიშნულია, რომ უკრაინული ორგანიზაციის დაფინანსების გაზრდა სხვათა – მაგალითად, ქართულის – დაფინანსების შემცირებით განხორციელდა. რატომ დაზარალდნენ ბასკეთში მცხოვრები ქართველები უკრაინელების გამო, არავინ ახსნა.
და მაინც არსებობს ახსნა: გასული წლის დეკემბერში, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, გააკრიტიკა თბილისი, სადაც ხელისუფლება და საზოგადოება ეწინააღმდეგება საქართველოს იძულებით ჩართვას “ლგბტქ”- სიგიჟეში, რომელმაც მოიცვა ევროპა და განაპირობა საგარეო ჩარევა შიდა საქმეებში:
“გული მტკივა და ვგრძნობ, რომ საქართველო შორდება ევროკავშირის გზას, საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში უნდა იყოს” – განაცხადა მაშინ ალბარესმა.
როგორც ჩანს, ბრიუსელის მოწოდებების ფონზე, რომ ევროპას დაესაჯა საქართველო, ესპანეთმა ასეთი ინიციატივა განახორციელა – დასაჯა ქართული წარმოშობის ესპანელი მოქალაქეები და მათ დიასპორულ ორგანიზაციებს მხარდაჭერა შეუმცირა.