აშშ-ის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფების ფონზე გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელების საფრთხის გამო, ნავთობის ფასი მცირდება

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ICE ბირჟაზე 2021 წლის აპრილის შემდეგ პირველად 63 დოლარზე ნაკლები ღირდა. როგორც ამას ვაჭრობის მონაცემები მოწმობს, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 4.36%-ით დაეცა და ერთი ბარელის ღირებულებამ 62.72 დოლარი შეადგინა.

WTI მარკის ნავთობის 2025 წლის მაისში მიწოდების ფიუჩერსი 4.53%-ით გაიაფდა და ერთი ბარლი 59.18 დოლარი ღირდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნავთობსა და სპილენძზე მოთხოვნა ჩვეულებრივ იზრდება, როდესაც გლობალური ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, თუმცა, ახლა არსებობს საფრთხე, რომ აშშ-ის ტარიფები შეანელებს გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპს, ან შესაძლოა, რეცესიასაც კი გამოიწვევს. ეს კი ნავთობსა და სპილენძზე მოთხოვნას ამცირებს და ფასების კლებას იწვევს.

„ბიბისის“ ცნობით, სპილენძის ღირებულება დღეს დილით გამართული ვაჭრობისას დაახლოებით 6%-ით შემცირდა.