ევროკავშირი მსოფლიო ეკონომიკისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, თუმცა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში ბრიუსელის არაკომპეტენტურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააუარესა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
სიიარტოს თქმით, ეკონომიკური საკითხების პოლიტიზებით, ევროკომისიამ ევროპული კომპანიები სულ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესების შემდეგ, ევროპელი ავტომწარმოებლების აშკარა წინააღმდეგობის მიუხედავად, კომისიამ ვერ მოახერხა შეერთებულ შტატებთან სათანადო თანამშრომლობა. გამოსავალი რთული არ იყო: საავტომობილო ინდუსტრიაზე ტარიფების შემცირება ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ კომისიამ ესეც ვერ მოახერხა. დღეს ვიღაცამ უნდა უპასუხოს კითხვას: როგორ მოხდა ეს კიდევ?“– პიტერ სიიარტო.