შალვა პაპუაშვილი – ზურაბიშვილი დასაქმებულია ომის აქტივისტთა ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს უმზადებდა სცენარს – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი

სალომე ზურაბიშვილი დასაქმებულია ომის აქტივისტთა ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს უმზადებდა სცენარს – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით სამყარო იდგებაო. როგორ უდგანან გვერდში, ამასაც კარგად ხედავს ის ერი, რომელიც ასეთი ომის აქტივისტების იმედადაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული ადამიანი, მათგან ფულს იღებს.

„მაკკეინის ინსტიტუტი“ ომის აქტივისტების ინსტიტუტია, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ეწინააღმდეგება. თბილისში ყოფნისას, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს კითხვაზე – არსებობს მოსაზრება და შიშები, რომ შეიძლება, სანქციების დაწესებამ და სხვა ნაბიჯებმა რუსეთთან ესკალაციამ გამოიწვიოს და ეს შეიძლება, სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, ქალბატონი სალომეს უფროსმა უპასუხა, „მერე რაო“. ვიღაცას დახოცავენ, „მერე რაო“, მთლიანად ვერ დაგიპყრობენო.

ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა სიტყვები, რომლებიც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთ-ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა თქვა – „მერე რაო“, მთლიანად ვერ დაგიპყრობენო. როგორც „მაკკეინის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა თქვა, პარტიზანულ ომს გამართავთ და ტყეში გახვალთო. აქაც ჩანს, ამ სცენარების დამწერი ვინ იყო. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილი დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც ომის აქტივისტების ორგანიზაციაა და საქართველოს „მერე რა“ სცენარს უმზადებდა – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით სამყარო იდგებაო. როგორ უდგანან გვერდში, სამწუხაროდ, ამასაც კარგად ხედავს ის ერი, რომელიც ასეთი ომის აქტივისტების იმედად არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.