ბენიამინ ნეთანიაჰუ – გვაქვს მიზანი, ირანმა არ მიიღოს ბირთვული იარაღი, თუ ეს შესაძლებელია დიპლომატიური გზით, როგორც მოხდა ლიბიაში, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ დიპლომატიური გზით შესაძლებელი იქნება, რომ ირანმა არ მიიღოს ბირთვული იარაღი, ეს კარგი იქნება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ორივეს საერთო მიზანი გვაქვს, რომ ირანმა არ მიიღოს ბირთვული იარაღი. თუ ეს შესაძლებელია დიპლომატიური გზით, სრულყოფილად, ისე როგორც ეს მოხდა ლიბიაში, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნებოდა. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.