საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსის ბოლოს ვნახავთ, რომ ამ ფულს „ისფედი“ მიიღებს. მისი თქმით, ასეთი სახის გრანტები აჩვენებს დამოკიდებულებას ზოგიერთ დიპლომატს ქართველი ხალხი სულელი ჰგონია.
“ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებსო“, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსის ბოლოში ვნახავთ, რომ ამ ფულს „ისფედი“ მიიღებს. დამოკიდებულება, რომ ზოგიერთ დიპლომატს ქართველი ხალხი სულელი ჰგონია და თვალში რომ ნაცარს აყრის, ესეც აჩვენებს, რომ ქედმაღლური, რაღაც ზემოდან გადმოხედვაა და ასეთი სახის გრანტები ამასაც აჩვენებს, ქართველი ხალხის ჭკუის მასწავლებლად რომ უნდა დადგნენ. აქ სულელი არავინ არ არის, ვნახავთ, რომ „ისფედი“ და ამ თანხას მსგავსი მილიონერი „ენჯეოები“ მიიღებენ. ეს მათთვის წინასწარვე ცნობილია. ეს კიდევ ერთი ეჭვია, კორუფციის გრანტების საკითხში. ეჭვი როცა არის, რომ ინგლისის საელჩოს გრანტში შესაძლოა, კორუფცია იყოს და იყოს გარიგება წინასწარ ცნობილი შედეგების, რა თქმა უნდა, ეს სკანდალია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარების მხარდასაჭერად.