ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანისა და ირანის მაღალი რანგის დელეგაციების ორმხრივი ვიზიტები კარგ შესაძლებლობას ქმნის მეგობრობის გაძლიერების და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის

აზერბაიჯანისა და ირანის მაღალი რანგის დელეგაციების ორმხრივი ვიზიტები კარგ შესაძლებლობას ქმნის მეგობრობის გაძლიერების და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრთან, ფარზანე სადიქისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ალიევმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯან-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამართვა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგში შედის მნიშვნელოვანი პროექტები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარებისთვის.

თავის მხრივ, ფარზანე სადიქმა აღნიშნა, რომ ირანის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის წინ სამთავრობათაშორისო ერთობლივი კომისიის სხდომის გამართვა უაღრესად მნიშვნელოვანია დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის კუთხით.

შეხვედრაზე განიხილეს მოსაზრებები ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების, მდინარე არაქსზე აღბენდისა და კალალეს დასახლებების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობასა და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.