კახა კახიშვილი: “ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებდა, შესაძლებელია, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე… მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა “ოცნებიდან“

ალ­ბათ, ეს არ იქ­ნე­ბა ბოლო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და შემ­დეგ უკვე [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი] და­ი­წყებს ოპო­ზი­ცი­ა­ზე ზრუნ­ვას. იმ ოპო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის და დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლე­ბის ოპო­ზი­ცია, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა კახა კა­ხიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­ზე დას­მულ კი­თხვას: “რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებს და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია კი­დევ ვე­ლო­დოთ არა­ერთ ცვლი­ლე­ბას”.

კახა კახიშვილი: "ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებდა, შესაძლებელია, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე... მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა "ოცნებიდან“

  • კახა კა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ დას­კვნამ­დე მი­ვი­და იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო, რე­ა­ლუ­რად „კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბი“ იყ­ვნენ.

“ალ­ბათ, გახ­სოვთ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბოლო ინ­ტერ­ვიუ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, სა­დაც მან ისა­უბ­რა, რომ ოპო­ზი­ცია არ გვყავს და ოპო­ზი­ცი­ის შექ­მნა­ზეც მე ვიზ­რუ­ნე­ბო. მე ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­ნა ამ [სა­კად­რო] გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბით, რომ ამ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებს მან სრუ­ლად მის­ცა „კარტბ­ლან­ში“ ყვე­ლა რგო­ლის სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამავდრო­უ­ლად, რო­დე­საც ეს დას­რულ­დე­ბა, ალ­ბათ, ეს არ იქ­ნე­ბა ბოლო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი, შემ­დეგ უკვე და­ი­წყებს ოპო­ზი­ცი­ა­ზე ზრუნ­ვას. იმ ოპო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის და დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლე­ბის ოპო­ზი­ცია.

ეს არის პი­რა­დად ჩემი აზრი იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად ახ­ნას ვერ ვხე­დავ, რად­გან ლი­ლუ­აშ­ვილს ვერ და­უ­წუ­ნებ ვერც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, ვერც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას, ვერც ადა­მი­ა­ნო­ბას და ვერც სან­დო­ო­ბას. იგი­ვე რიჟ­ვა­ძეც, 6 თუ 7 წელი იყო იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ის რომ იყო აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ასე­ვე გახ­ლდათ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე იმ რე­გი­ონ­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ცი­ას, უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში თუ სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, რიჟ­ვა­ძის ფილტრს გა­დი­ო­და. გა­მო­დის, რომ რა­ღაც კრი­ტი­კა მათ მი­მართ იყო და ამ კრი­ტი­კამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ „თქვენ თუ შე­გიძ­ლი­ათ უფრო მეტი გა­ა­კე­თოთ, აი, ბა­ტო­ნო, გა­ა­კე­თეთ და ვნა­ხოთ ყვე­ლამ ერ­თად, რო­გორ აკე­თებთ“. მე ვსა­უბ­რობ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩემს მო­საზ­რე­ბებს. ვი­ნა­ი­დან ვარ ასო­ცი­რე­ბუ­ლი „ქარ­თლ ოც­ნე­ბას­თან“, მა­ყუ­რე­ბელ­მა არ ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს შიდა ინ­ფორ­მა­ცი­აა“, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

კახა კა­ხიშ­ვი­ლის თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ პარ­ტია და­ტო­ვოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მაც და მისი ად­გი­ლი კო­ბა­ხი­ძემ და­ი­კა­ვოს.

“ჯერ­ჯე­რო­ბით პირ­ვე­ლი ეტა­პია ბა­ტო­ნი ირაკ­ლის­თვის [კო­ბა­ხი­ძე] და მისი გა­რე­მოც­ვის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბის. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბი იყ­ვნენ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ და კარ­გად თუ ცუ­დად ას­რუ­ლებ­დნენ სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბებს და ასო­ცირ­დე­ბოდ­ნენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“, მათ შო­რის ისე­თე­ბიც არი­ან, ვინც ასო­ცირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რეს­თან, დარ­ჩნენ ისე…

ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ მახ­სოვს მისი სი­ტყვე­ბი ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც მან თქვა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად თა­ვად იზ­რუ­ნებს ნამ­დვილ ოპო­ზი­ცი­ა­ზე და მე ვფიქ­რობ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დარ­ჩე­ბი­ან თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ნელ-ნელა ერთ ცენ­ტრში მოხ­ვდე­ბი­ან. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ამ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბით არ დას­რულ­დე­ბა, ალ­ბათ, მოვა დრო და ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც წავა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლიც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და მას, ალ­ბათ, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ი­კა­ვებს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რო­გორც პარ­ტია, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლი ძალა და ა.შ. იქ­ნე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბა­ტო­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის. ფაქ­ტობ­რი­ვად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კო­ბა­ხი­ძის­თვის გა­და­ლო­ცი­ლია“, – გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.