საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლერი ბერიტაშვილს უსმენენ – „ჩემი 18 წლის შვილი მომიყვანეს ციხეში, კამერიდან მაყურებინებდნენ, ეზოში როგორ აწამებდნენ“

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ლერი ბერიტაშვილს უსმენენ, რომელიც ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე იყო დაკავებული.

„ქართული პარტიის“ ყოფილ წევრს, ლერი ბერიტაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებდნენ ბრალს.

ლერი ბერიტაშვილმა კომისიის სხდომაზე გლდანის ციხეში გადაყვანის ეპიზოდი გაიხსენა.

„მეოთხე დღეს გადაგვიყვანეს გლდანში და იქ უკვე კინოს კინო დაიწყო. იქ რა დაგვმართეს, არ ვიცი, იმას ციხე არ ერქვა, ვერც ვერასდროს დავარქმევ გლდანის იმ შენობას ციხეს, ვერც სასაკლაოს დავარქმევ, რადგან სასაკლაო ვიცი მე საქონელი სადაც შეჰყავთ და კლავენ. იქ რა ხდებოდა და რა გავიარეთ, ფიზიკურად ვერ მოვყვები. ფიზიკურად შეუძლებელია მოყოლა, იქ რა ხდებოდა. ღამე ფაცაცია თუ გამოვიდოდა, უბრალოდ სიგარეტს მოუკიდებდა და გადააგდებდა – პირველ კორპუსზე ვიყავი მე აყვანილი – დარწმუნებულები ვიყავით, რომ მიცვალებულს გაიტანდნენ. ოლეგ ფაცაცია იყო რეჟიმის უფროსი. ამასობაში გავიდა რაღაც პერიოდი, ეტაპობრივად გაყვანა, ცემები, მე არ გამაჩერეს კარანტინში. კარანტინში რომ შემაგდეს, სადღაც ორ საათში კარებს აღებენ და მცემენ იმისთვის, რა მინდოდა კარანტინში. მე გავაღე და მე შევედი, თუ გასაღები მე მქონდა? აერიათ რაღაც და მე რატომ არ უნდა მოვხვედრილიყავი კარანტინში, შემდეგ გავიგე. ერთი ადამიანის კამერებს ეძახიან „ადინოჩკას“, იმაში შემაგდეს, რომ ეს აქ არ უნდა მოკვდეს. ჩემზე იყო ლაპარაკი“, – განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.

ამასთან, ლერი ბერიტაშვილმა ისაუბრა, როგორც მოხდა მისი „დენით წამება“.

„გვარად კვარაცხელიამ დენით იმდენი მაწამა, რომ გამიხეთქა გული, ანუ გულის უკანა კედელი გამისკდა. როგორც წნევის აპარატი, ეგეთი შეიძლება გაგიკეთონ მკლავზე ან ფეხზე, თუ ჩაგილურჯდება მკლავი, შემდეგ ფეხზე, რომ მაინც ერიდებოდნენ ჩალურჯებებს, ვითომ ერიდებდონენ, მაგრამ მე ადგილი არ მქონდა, სადაც სიშავე არ მქონდა. ორი ცალი შნური აქვს, იქ დგას აპარატი, აწევენ, ჩაწევენ და დენი გირტყამს. რომ გატყობს, რომ უკვე ითიშები, თიშავს. ეს იყო ჩემი დენით წამება. გადამიყვანეს გლდანში. ღამის სამი ან ორი საათი იქნებოდა, მოდიან ისევ კუდ-იდან, გამოვყავარ. ამიყვანეს კამერაში, კამერას აღებენ, რასაც ჰქვია, შემაგდეს კამერაში და პატიმრეს სთხოვეს, მოეხედათ ჩემთვის. მართლაც ადგნენ ის ბიჭები, შუქის ანთება ღამე, ტელევიზორი, ეს ფუფუნება არ არსებობდა, ნება მისცეს ათი წუთი. ათუ წუთი შუქი უნდა აენთოთ, რადგან დამხმარებდონენ ეს ბიჭები და მართლაც თავისი ხელით დამბანეს ამ ბიჭებმა, მომაწესრიგეს, წამომაწვინეს. მართლა არ ვიცი, დამეძინა, თუ გავითიშე, არ მახსოვს, დილა თენდება, არაფერი არ ხდება საერთოდ, არავის გავუყვანივარ მეორე დღეს და მესამე დღეს მეუბნებიან, რომ ადმინისტრაციაში მამაოა მოსული, უნდა გადაგიყვანოთო. გადამიყვანეს. ვიღაც ჭაღარათმიანი, არც სახელი მახსოვს, არც გვარი, მაგრამ კუდ-ში  ნანახი მყავს, იქ იჯდა ერთ-ერთ კომპიუტერთან და მეუბნება, რომ შენი ჩვენება შეიცვალა. რომელი ჩვენება, რაც არ მომიცია. ჩვენება უნდა მოგცე, რომ შემიცვალო, არაფერი ჩვენება არ მაქვს მიცემული. მამაო არ დამხვდა იქ, მეცნობა, გამომძიებელია. სიცილით ვეუბნები, რა ჩვენება შეიცვალა, რაც არ მომიცია, ვეკითხები, ან რა იყო ჩემი ჩვენება, ან რა წერია მაგ ჩვენებაში. ეგ შენი საქმე არ არის, უბრალოდ საქმის კურსში გაყენებ, ასეთი პასუხი მივიღე. პარტიის შენობას დაარტყეს ამ ჩვენებით, როგორც მერე გავიგე“, – განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.

ამავდროულად, კომისიის სხდომაზე ლერი ბერიტაშვილმა ისაუბრა იმის თაობაზე, როგორ მიიყვანეს მისი 18 წლის შვილი ციხეში და კამერიდან აყურებდინებდნენ შვილის წამებას.

„ჩემი უფროსი ბიჭი როდესაც გახდა 18 წლის, მაშინ გადამიყვანეს ადმინისტრაციაში, „ისევ მამაოა მოსული“. დამხვდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი – კოჭლამაზაშვილი. მეუბნება, რომ შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ. რომ შევეკითხე – რატომ? შენ ხელს არაფერზე გვიწერო. ვეუბნები, რომ ორი კვირის წინ იყო მოსული, მითხრეს, ჩემი ჩვენება შეიცვალა, მე რომც არ დავეთანხმო, მეუბნებით, რომ ეს ასე იქნება. ჩემგან რა გინდათ-მეთქი. ამით შეწყდა ჩვენი ლაპარაკი, გადავდივარ ადმინისტრაციაში და სადღაც მეორე დღეს ვიგებ, რომ ჩემი შვილი მომიყვანეს ციხეში. ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ, ეზოში როგორ აწამებდნენ ჩემს შვილს. გასეირნებას რომ ვეძახით, „პრაგულკაზე“ გაიყვანეს მთელი კამერა. არ ვიყენებდით ხოლმე. დილით იცვლებოდა თანამშრომლების სმენა. ანუ, თუ გახვიდოდი გასეირნებაზე, სწყინდათ, რადგან სმენას თავის დროზე ვერ აბარებდნენ, მერე გვირტყამდნენ, გვიჩეჩავდნენ ამ ყველაფერს და მთელი დღე დალაგებას ვუნდებოდით და არ გავდიოდით. მითხრეს, რომ მე უნდა დავრჩენილიყავი კამერაში. შემდეგ მივხვდი, რატომ უნდა დავრჩენილიყავი, რომ ჩემი შვილის წამებისთვის მეყურებინა ეზოში. მიმახვედრეს იმით, რომ ჩემი შვილი არის დედის გვარზე, ზაქარეიშვილია გვარად. ვახტანგ ბერიტაშვილი – ხელები უკანო. უცბად მეგონა, რომ მამაც დამიჭირეს. მივვარდი ფანჯარას და დავინახე ჩემი შვილი. ძალიან საშინელება ჩავიდინე. ფანჯარას მრგვალი რკინა აქვს, ის მოვტეხე, ყველაფერს დავუშინე. შვილს რომ დაინახავ, იქ ადამიანი რას გააკეთებ, კაცმა არ იცის. მერე კიდევ მოვიდა ეს კოჭლამაზაშვილი. მეუბნება, შენ გლდანის ციხეში აღარ გაჩერდებიო. ამასობაში პერიოდია გასული, ალბათ ორი თვე. კოჭლამაზაშვილი იყო პროკურორი. ჩემი შვილი ჩასვეს ციხეში, იარაღი ჩაუდეს. გაზის იარაღი, რომ დაემძიმებინათ მუხლი. ეს იარაღი გაუხვრიტეს, გადაუკეთეს, რომ მუხლები დამძიმებულიყო. კოჭლამაზაშვილი მეუბნება, რომ ორ დღეში შენ აქ აღარ იქნებიო. ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წავსულიყავი. ადვოკატი არ მყოლია, ადვოკატზე მე უნდა მეთქვა უარი, რომ ცოცხალი დავრჩენილიყავი. მაგაზე კატეგორიულად ვიყავი გაფრთხილებული, რომ ტყვია მოგხვდება შუბლში. სასამართლოზე ადგები და იტყვი, რომ შენს პირად მიზნებს შენ თვითონ დაიცავ. შუბლში ტყვია მოგხვდებაო, დათა ახალაიამ მითხრა, კუდ-ის შენობაში როდესაც ვიყავი. მე რომ ასეთი ამბავი ავტეხე ციხეში, მომაშორეს და გადამიყვანეს ორთაჭალაში. ციხის საავადმყოფო აღარ იყო, ჩვეულებრივად პატიმრები იხდიდნენ სასჯელს. ჩემი სატკივარი და დარდი დარჩა გლდანში, რადგან მე იქ შვილი დავტოვე. უკვე უძლური ხარ ადამიანი. ხან წერილობით მიმართვა, ხან ის, იქნებ ჩემი შვილი ჩემთან იყოს. ამასობაში კი გავიდა ექვსი თვე. უცებ მეუბნებიან, შენ გარეთ გადიხარ“, – განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.

გარდა ამისა, ლერი ბერიტაშვილმა გაიხსენა დაკავების ეპიზოდი, როდესაც, მისივე განმარტებით, კუდ-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო თოფურიძე რეჟისორობდა კადრების გადაღებას, როგორ შეჰყავდათ ნაცემი ბერიტაშვილი და მასთან ერთად სხვა დაკავებულები კუდ-ის შენობაში.

„კუდამდე როგორ მიმიყვანეს, არ მახსოვს. უკანა მხრიდან შეგვიყვანეს ყველა აბსოლუტურად, ყველა ჩამოიყვანეს. რატომღაც მე ბოლო ჩამომსვეს მანქანიდან. უკანა კიბეებია ასასვლელი, კამერა იდგა და იღებდნენ, ჩვენ რა ფორმით შეგვიყვანდნენ კუდ-ის შენობაში. სოსო თოფურიძე რეჟისორობდა. დაგვახრევინებდნენ თავებს ამ ნაცემებს, გაგვარბენინებდნენ – არ ვარგა, დაიძახებდა, წამოგვიყვანდნენ უკან მანქანაში, ჩაგვსვამდნენ და ისევ. ანუ, ეს ფილმი რომ გადაეღოთ, როგორ დაიჭირეს, რა გვქვია ჩვენ, ტერორისტები, თუ რა გვქვია, დღემდე არ ვიცი, რაზე ვიყავი დაჭერილი, იქნება გავარკვიო“, – აღნიშნა ლერი ბერიტაშვილმა.