WP: მასკმა ტრამპს სავაჭრო ტარიფების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პირდაპირ სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახალი ტარიფების გაუქმება, – ამის შესახებ Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მასკი და ტრამპი

გამოცემის ცნობით, ილონ მასკის მიმართვა ტრამპისადმი ჯერჯერობით წარუმატებელია. ორშაბათს ტრამპი დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა ჩინეთს. პარალელურად მასკმა საჯაროდ შეუტია სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი პიტერ ნავარო.

იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალ ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ყრილობაზე ონლაინფომატში სიტყვით გამოსვლისას ილონ მასკი აშშ-ისა და ევროპას შორის ნულოვანი ტარიფების მოწოდებით გამოვიდა.

„საბოლოოდ, იმედი მაქვს, რომ მიღწეული იქნება შეთანხმება“, – განაცხადა მასკმა.