ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანთან პოტენციური ბირთვული შეთანხმება უნდა მოიცავდეს ბირთვული ობიექტების სრულად განადგურებას აშშ-ის ზედამხედველობის ქვეშ.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მიეცეს. ეს შეიძლება მიღწეული იყოს შეთანხმებით – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ლიბიის ტიპის შეთანხმება; სადაც ობიექტებში შევლენ, დაშლიან და გაანადგურებენ ამერიკული ზედამხედველობისა და აღსრულების ქვეშ – ეს კარგია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „მეორე ვარიანტია, რომ ეს საერთოდ არ მოხდება და ისინი უბრალოდ გააჭიანურებენ მოლაპარაკებებს”.
„ამ შემთხვევაში, სამხედრო ვარიანტია. ეს ყველას ესმის. ჩვენ ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ”, – დასძინა მან.