მარია ზახაროვა: დასავლეთი ვერ დამალავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაშაულებს კურსკის რეგიონში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთი კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაშაულებს ვერ დამალავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, უკრაინელ მებრძოლებს ანგარიშსწორება მოუწევთ.

„დასავლეთი ვერ დამალავს უკრაინის შეიარაღებული ძალების „ბოევიკების“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მათ ანგარიშსწორება მოუწევთ. ყველა მიიღებს დამსახურებულ სასჯელს. მნიშვნელოვანია, რომ არაფერი გამოგვრჩეს. ყველა დამნაშავე უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს“, – აცხადებს მარია ზახაროვა.