არასწორია გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება, ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ფიშერმა აღნიშნა, გერმანია პატივს მიაგებს საბჭოთა ჯარების მოკლულ ქართველებს.
„გერმანია პატივს მიაგებს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლულ ქართველებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მართავდნენ დემონსტრაციას. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი საპროტესტო გამოსვლას მართავდა ამავე მიზეზით და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა მიმდინარე ამოცანაა. თვეებია, რაც ქართველები რუსთაველზე საპროტესტო აქციას მართავენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ასევე არასწორია გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს გასული 30 წლის გამოცდილებიდან“, – წერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.