თბილისში 3 ადამიანი CO-თი მოიწამლა – როდის მოხდა შემთხვევა და რა ინფრომაციას ავრცელებს კომპანია?

თბილისში 3 ადამიანი CO- თი მოიწამლა, – ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„თბილისში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლით (ე.წ კალონკით) 3 ადამიანი CO (ცეოთი) მოიწამლა.  ადამიანები ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ სარგებლობენ მკვლელი გაზის დანადგარებით.

არ გარისკოთ, CO კლავს!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.