89 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა: რა წერია ტექსტში

ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია 89 ხმით 3-ის წი­ნა­აღ­მდეგ და­ამ­ტკი­ცა. ამას­თან, ასამ­ბლე­ის 5-მა წევ­რმა კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

89 მომხრე, 3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა: რა წერია ტექსტში

  • რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ასამ­ბლეა ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ასამ­ბლე­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, მო­ეხ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მის­მა ყვე­ლა წევ­რმა და­ტო­ვა დე­ლე­გა­ცია, რი­თაც უარ­ყო დი­ა­ლო­გი, რის შე­დე­გა­დაც ამ­ჟა­მად ასამ­ბლე­ა­ში არ არის ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია.

“ასამ­ბლე­ის აზ­რით, მის მუ­შა­ო­ბა­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­დუ­რებ­ში დე­ლე­გა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლის რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, არის არა არ­ჩე­ვა­ნი, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ტექ­სტში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და.

“რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში 2585 (2025) ასამ­ბლე­ამ გან­სა­ზღვრა რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი სფე­რო, რომ­ლებ­შიც ის ელო­და შე­სამ­ჩნევ და ხელ­შე­სა­ხებ პროგ­რესს ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას და 2025 წლის აპ­რი­ლის სე­სი­ა­ზე ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბის გა­და­ხედ­ვი­სას. ასამ­ბლეა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, რომ ეს გა­და­უ­დე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი დღემ­დე არ იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბამ გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­ნაგ­რძო. რაც შე­ე­ხე­ბა მის მო­წო­დე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტო­რი, მათ შო­რის მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ოპო­ზი­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სას­წრა­ფოდ აღ­მო­ფხვრას ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და შექ­მნას სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელ­საყ­რე­ლია ახა­ლი, ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში უნდა გა­მო­ცხად­დეს, ასამ­ბლეა წუხს, რომ მსგავ­სი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გმუ­ლა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასამ­ბლეა, კერ­ძოდ: წუხს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო დროს მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, რა­მაც, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ის შემ­დგო­მი გამ­ყა­რე­ბა, ხელი არ შე­უ­წყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას და ძირი გა­მო­უ­თხა­როს თა­ნა­ბა­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის პრინ­ციპს. ამ მო­საზ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ა­უქ­მოს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ მკა­ფიო სა­მარ­თლებ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და შე­სა­ბა­მის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით;

შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში ბოლო დროს შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის და­სა­ნიშ­ნად სა­ჭი­რო უმ­რავ­ლე­სო­ბას და აუქ­მებს და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, რაც კი­დევ უფრო უთხრის ძირს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას; ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­პის საბ­ჭოს ად­გი­ლობ­რი­ვი და რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­გრე­სის მიერ 2025 წლის 26 მარტს მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც ას­კვნის, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ხარ­ვე­ზი და გა­მოწ­ვე­ვა ხელს არ უწყობს 2025 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბას და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის რისკს ქმნის. ასამ­ბლე­ამ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შემ­დგო­მი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე აღად­გი­ნოს პი­რო­ბე­ბი ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის.

ასამ­ბლეა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბე­ბი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რე­ბის მი­მართ შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ გრძელ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ერთი შე­ხედ­ვით სა­ეჭ­ვო სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბით, რაც ხაზს უს­ვამს წინა რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში უკვე გა­მოთ­ქმუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ამ კონ­ტექ­სტში, იგი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის აქ­ტი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბით და გა­ყინ­ვით, რო­მე­ლიც ფა­რავ­და დე­მონ­სტრა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ხარ­ჯებს, ჯა­რი­მებს და შე­მო­სავ­ლის და­კარ­გვას. ასამ­ბლეა იმე­ო­რებს თა­ვის მო­წო­დე­ბას, რომ ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ევ­რო­პის საბ­ჭოს წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტეტს, მო­ი­ნა­ხუ­ლოს მათი და­კა­ვე­ბის ად­გი­ლე­ბი.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ე­სალ­მე­ბა დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის სი­სას­ტი­კის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბას, ასამ­ბლეა კვლავ შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, რომ ეს დარ­ღვე­ვე­ბი დღემ­დე არ არის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია და­უს­ჯე­ლო­ბის კლი­მა­ტი.

„ამ კონ­ტექ­სტში, ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი წა­მე­ბა­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და და­პა­ტიმ­რე­ბის დროს და და­კა­ვე­ბის ქვეშ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. ის მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სრუ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს ყვე­ლა ასე­თი ცნო­ბა გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტი­ა­ნი გზით. ასამ­ბლეა გმობს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა იძუ­ლე­ბით გა­ა­შიშ­ვლეს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა. ასამ­ბლეა გა­მოთ­ქვამს შეშ­ფო­თე­ბას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ახ­ლა­ხან მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, „რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე“.

„ასამ­ბლეა აღ­ნიშ­ნავს, რომ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ამ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­თხო­ვა ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, მი­იჩ­ნევს, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბულ იქნა ზედ­მე­ტად ნაჩ­ქა­რე­ვად, შე­სა­ბა­მი­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე და, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­მა­ფერ­ხე­ბელ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ა­უქ­მოს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ი­ღოს სრუ­ლი­ად ახა­ლი კა­ნო­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.