აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას უახლოეს მომავალში მშვიდობის პერსპექტივა არ აქვთ.
ალიევის თქმით, მოსკოვმა მიუთითა, რომ იგი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას, თუ მისი ძირითადი საკითხები მოგვარდება.
„შემიძლია ვთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არასოდეს წყვეტს ომს. ეს უბრალოდ დროებითი შესაძლებლობაა ქვეყნებისთვის, გადაჯგუფდნენ, მობილიზდნენ და დაიწყონ ყველაფერი თავიდან“, – განაცხადა ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე „ახალი მსოფლიო წესრიგისკენ.“