ჩინეთისთვის 125-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შემდეგ ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ჩინეთისთვის 125-პროცენტიანი ტარიფი შემოიღო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს მეგობარი უწოდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის სი ძინპინთან შეხვედრას ან მოლაპარაკებების გამართვას, ტრამპმა უპასუხა, რომ ის შეხვედრის ჩასატარებლად მზადაა.

„რა თქმა უნდა, ის [სი ძინპინი] ჩემი მეგობარია. რა თქმა უნდა, მე მას შევხვდებოდი“, – დასძინა ტრამპმა.

გარდა ამისა, როგორც ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ჩინეთს აშშ-თან შეთანხმების დადება სურს.