პალესტინური ანკლავის ქალაქ სუჯაიაში ისრაელის ძალების იერიშს 35 ადამიანი ემსხვერპლა

“ცახალი” ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. პალესტინური ანკლავის ქალაქ სუჯაიაში ისრაელის ძალების იერიშს 35 ადამიანი ემსხვერპლა. “ფრანს პრესის” მონაცემებით, უმეტესობა ქალი და ბავშვია. დაიჭრა 55.

კო

ამ დროისთვის, დარტყმის ადგილას სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ 80-მდე ადამიანს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმის სამიზნე ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” მეთაური იყო. მედიის ცნობით, საჰაერო ოპერაციის გარდა ,”ცახალი” კონფლიქტის ზონაში მდებარე დევნილთა ბანაკებში რეიდებს ატარებს