აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს. როგორც Wall Street Journal იტყობინება, გაცვლა ხუთშაბათს დილით, აბუ დაბის აეროპორტში შედგა.
-
რუსეთმა აშშ-ს ბალერინა, ქსენია კარელინა გადასცა. ის რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქეა.
ქალი რუსეთის სასამართლომ შარშან გაასამართლა. ორმაგ მოქალაქეს რუსეთის მთავრობის ღალატის მუხლით წაუყენეს ბრალი და უკრაინულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში 51 დოლარის გადარიცხვის გამო, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კარელინას გათავისუფლება RBC-ს მისმა ადვოკატმა მიხაილ მუშაილოვმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, ის ახლობლებს თვითმფრინავიდან დაუკავშირდა.
-
სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს გადასცა გერმანული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 33 წლის არტურ პეტროვი, რომელიც 2023 წელს კვიპროსში, შეერთებული შტატების მოთხოვნით დააკავეს.
მას ბრალად ედებოდა სამხედრო კლასის, ამერიკული მიკროელექტრონული საშუალებების რუსეთში უკანონოდ გადატანა.
გამოცემა წერს, რომ საექსპორტო კონტროლის დარღვევის, კონტრაბანდის, ონლაინ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, პეტროვს ჯამურად 160 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
- გამოცემის ცნობით, გაცვლა დაგეგმეს და განახორციელეს CIA-ს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა და რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსანმა.
“დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთიდან კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოიყვანა სახლში. მე ვამაყობ CIA-ს ოფიცრებით, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ და მადლობელი ვართ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობისა, რომ შედგა გაცვლა“, – განუცხადა რეტკლიფმა გამოცემას.
რეტკლიფი საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტში გაცვლის დროს იმყოფებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამდგომლობით, რუსეთიდან კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში.
გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ რატკლიფი მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით FSB-ის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბორტნიკოვს, ასევე SVR-ის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს.