ტრამპი: ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, არ გვინდა დავაზარალოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ფიქრობდა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როდის გაჩნდა ეს იდეა და რა გაითვალისწინეს ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა გადაწყვეტილების მიღებისას.

„ვიტყოდი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე. ვსაუბრობდი სკოტთან, ჰოვარდთან და სხვა ადამიანებთან, რომლებიც ძალიან პროფესიონალები არიან. და ვფიქრობ, ეს ალბათ დილით ჩამოყალიბდა. უბრალოდ დავწერე. ეს დაიწერა გულიდან. არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას, ყველას სურს მოლაპარაკება. გვინდა, სწორად მივუდგეთ. გვინდა, ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზეც. ოღონდ ეს იყო რაღაც, რაზეც ნამდვილად ვსაუბრობდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, და გადავწყვიტეთ გადაგვედგა ნაბიჯი. მათ გააკეთეს ეს დღეს და კმაყოფილები ვართ ამით. არ ვიცოდი, თუ ასეთი გავლენა ექნებოდა, მაგრამ, იცით, ეს არის საფონდო ბაზრის ისტორიაში უდიდესი ზრდა. ეს საკმაოდ კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.

გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ათობით ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფები 90 დღით შეაჩერა.