ალიევი: უკრაინაში ომი ერთ-ერთი მხარის დანებებით დასრულდება და არა დროებითი ზავით

„რეალურ სამყაროში ომები მთავრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთი მხარე ხელს აწერს დანებების აქტს“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

„მე პირადად, როგორც რეალისტი, ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის პერსპექტივას“, – აღნიშნა ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე.

მან გაიხსენა, რომ რუსეთმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები „თავისად“ გამოაცხადა და ამ პოზიციიდან უკან დახევას არ გეგმავს.

„სამწუხაროდ, ომები მთავრდება, როდესაც ხელი მოეწერება დანებების საბოლოო აქტს“, – დასძინა მან.

ალიევმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის საკითხში ყოველთვის იყო კიევის მხარეზე, ვინაიდან აზერბაიჯანიც ერთ დროს განიცდიდა ოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

„როგორც ქვეყნის ლიდერმა, რომელმაც განიცადა ორი ცხელი ომი, შემიძლია გითხრათ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არასოდეს აჩერებს ომს. არასოდეს“, – აღნიშნა ალიევმა.