ჩინეთმა აშშ-დან ყველა საქონელზე ტარიფები 84%-დან 125%-მდე გაზარდა, – ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ცნობით, ცვლილებები ძალაში 12 აპრილს შევა. ეს გადაწყვეტილება სი ძინპინმა მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთზე აშშ-ის ტარიფები 145%-მდე გაზარდა.
თუმცა, ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ აშშ გააგრძელებს აშშ-ში ექსპორტირებულ ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფების დაწესებას, ჩინეთი მათ უგულებელყოფს.