დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა დღევანდელ შეხვედრაზე, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თემა განიხილონ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის თემა განიხილონ.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა დღევანდელ შეხვედრაზე, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თემა განიხილონ

„შესაძლოა“, – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართება, ვლადიმერ პუტინი და სტივ უიტკოფი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტებს განიხილავენ.

„არსებობს მრავალი ასპექტი, არსი ძალიან რთულია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.