რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს შეხვდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, შეხვედრა 13 აპრილს კრემლში გაიმართება.
„პუტინი და ვიტკოფი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავენ. მათი შეხვედრა გაგრძელდება იქამდე, სანამ პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
ვიტკოფი რუსეთში 11 აპრილს სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც პუტინის წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს შეხვდა.
პესკოვის ცნობით, იქ „უაღრესად მნიშვნელოვანი“ შეხვედრა შედგა.
„ვიტკოფი, როგორც პრეზიდენტი ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, თავისი პრეზიდენტისგან გზავნილს ჩამოიტანს“, – აცხადებს პესკოვი.