ევროპარლამენტი და სხვა საპარლამენტო ასამბლეები ძალიან უსამართლოდ ექცევიან საქართველოს, ვთხოვდი მათ, პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, – ამის შესახებ თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო და თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ, თურქეთი ამას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც აკეთებს.
„შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, როგორც ორ მეზობელს გვაქვს არაჩვეულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ თავიდანვე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველოდ და თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე როგორც კანდიდატი ქვეყნები ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს ყველა პლატფორმაზე. ამას ვაკეთებთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც, სადაც მე თურქეთის დელეგაციას ვხელმძღვანელობ. სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და სხვა საპარლამენტო ასამბლეები ძალიან უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. მე მათ ვთხოვდი, პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს”, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.