აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში დაეშვა, – ინფორმაციას რუსული მედია Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უიტკოფი რუსეთში მიემგზავრება და, შესაძლოა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღესვე შეხვდეს.
ეს სტივ უიტკოფის მესამე ვიზიტი იქნება რუსეთში. ბოლოს ის მოსკოვში 13 მარტს იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.